სიახლეები

- 25/07/2022
#ჩემიუნივერსიტეტი: მარიამ წითელაური | ამერიკისმცოდნეობის პროგრამა
გაიცანით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მარიამ წითელაური რუბრიკაში #ჩემი უნივერსიტეტი
“არ მიყვარს ერთფეროვნება და ყოველთვის ვცდილობ ვეძებო სიახლე. ამერიკაც მრავალფეროვნებისა და ინოვაციების ქვეყანაა.სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში არსებული ამერიკისმცოდნეობის პროგრამაზე სწავლის გაგრძელება, რომელიც არის მულტიდისციპლინური პროგრამა და მისი მიზანია სტუდენტებში ამერიკული ცხოვრების ასპექტების სხვადასხვა რაკურსში წარმოჩენა. ვფიქრობ, ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა არის სწორედ ის, რაც დამეხმარება სამომავლოდ დასავლური პრინციპების ქართულ რეალობაში ინტეგტირების პროცესში.”