სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. IBSU ბლოგი
  4. /
  5. #ჩემიუნივერსიტეტი: მელი ძნელაძე | საერთაშორისო...
#ჩემიუნივერსიტეტი: მელი ძნელაძე | საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა
  • 23/07/2025

#ჩემიუნივერსიტეტი: მელი ძნელაძე | საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა

გაიცანით საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მელი ძნელაძე რუბრიკაში #ჩემიუნივერსიტეტი

“უნივერსიტეტის შერჩევისას ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ხარისხიანი განათლების მიღება ინგლისურ ენაზე და სწორედ ამ მხრივ გამორჩეული აღმოჩნდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.  IBSU-ში განათლების მიღება ნიშნავს ყოველდღიურად განვითარებას როგორც აკადემიურ, ისე პიროვნულ დონეზე.

საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა მრავალმხრივია და მკაფიოდ შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ხედვა საერთაშორისო პოლიტიკასა და გლობალურ პროცესებზე მნიშვნელოვნად შეიცვალა. ლექციებზე განვიხილავთ როგორც თეორიებს, ისე თანამედროვე საერთაშორისო გამოწვევებს. დისკუსიები, დებატები და პრეზენტაციები სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამ პროცესებმა შემიწყო ხელი კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების, საჯარო გამოსვლისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებასა და თვითშეფასების ზრდაში, რაც ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლისთვის აუცილებელია.

ლექტორები მაღალი პროფესიონალიზმითა და სტუდენტებთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევიან. მათთან კომუნიკაცია მარტივია, რაც სწავლის პროცესს უფრო კომფორტულს ხდის. მჯერა, რომ მათგან მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება აუცილებლად გამომადგება ჩემი პროფესიული განვითარების გზაზე.

თამამად შემიძლია ვთქვა,რომ IBSU-ში ჩაბარება იყო ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება, რომელმაც ჩამომიყალიბა სტაბილური აკადემიური საფუძველი და იმედი იმისა, რომ კარიერულ გზაზე აუცილებლად მივაღწევ წარმატების.

მომავალში ვგეგმავ საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში სიღრმისეულ განვითარებას და მჯერა, რომ ამ გზაზე IBSU-ში მიღებული ცოდნა და უნარები დამეხმარება ვიყო უფრო მიზანდასახული და გაბედული.”