სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. IBSU ბლოგი
  4. /
  5. #ჩემიუნივერსიტეტი: ნატა ხიჯაკაძე | ფინანსების...
#ჩემიუნივერსიტეტი: ნატა ხიჯაკაძე | ფინანსების პროგრამა
  • 18/07/2025

#ჩემიუნივერსიტეტი: ნატა ხიჯაკაძე | ფინანსების პროგრამა

გაიცანით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფინანსების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ნატა ხიჯაკაძე რუბრიკაში #ჩემი უნივერსიტეტი

“პატარაობიდანვე მიზიდავდა ტექნოლოგიური საგნები და ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი მომავალი აუცილებლად ამ მხრივ უნდა განმევითარებინა. აბიტურიენტობისას კი არჩევანი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირებაზე, კერძოდ, ფინანსების საბაკალავრო პროგრამაზე შევაჩერე.

გადაწყვეტილების მიღებაში IBSU-ს წარმატებული კურსდამთავრებულები და ძალიან კმაყოფილი სტუდენტები დამეხმარნენ. ყველასგან მხოლოდ დადებითი მესმოდა ამ უნივერსიტეტზე. როდესაც გავიგე, რომ გაცვლითი პროგრამების სიმრავლითაც გამოირჩეოდა, ბევრი ნამდვილად აღარ მიფიქრია და პირველ ადგილზე სწორედ IBSU ჩავწერე. ახლა კი, როდესაც უკვე მეორე კურსზე გადავდივარ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ გადაწყვეტილებას არც ერთი წამით არ ვნანობ. IBSU-ს გარემომ, ლექტორებმა, სწავლების მეთოდებმა, დისციპლინამ ნამდვილად გამაოცა.

სწავლის პროცესი ძალიან მრავალფეროვანი და პრაქტიკაზე ორიენტირებულია. თეორიული მასალის პარალელურად, ხშირად გვაძლევენ რეალურ ბიზნესქეისებზე მუშაობის საშუალებას, რაც მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას სასწავლო პროცესის დროსვე უზრუნველყოფს. ლექტორები მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები არიან, ყოველთვის მზად არიან დაეხმარონ სტუდენტს როგორც საგნის გაგებაში, ისე კარიერული რჩევებით. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა “ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები” და “ბიზნეს მოდელირება ექსელში”. ამ საგნების საშუალებით ყველაზე მეტი პრაქტიკული ცოდნა მივიღე და ყველაზე სასიამოვნო სწორედ ეს პროცესი იყო. “