სიახლეები
- Home
- /
- IBSU ბლოგი
- /
- #ჩემიუნივერსიტეტი: ნიკოლოზ ქველიძე I...

- 10/12/2025
#ჩემიუნივერსიტეტი: ნიკოლოზ ქველიძე I მენეჯმენტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა
გაიცანით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ამჟამად IBSU-სა და ცვიკაუს გამოყენებითი უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის – მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები – სტუდენტი ნიკოლოზ ქველიძე, რუბრიკაში #ჩემიუნივერსიტეტი.
“უკვე ერთი თვეა, რაც ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში ვსწავლობ მენეჯმენტის და ინფორმაციული ტექნოლოგიების ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზე. უცხო ქვეყანაში სწავლა ჩემთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, თუმცა ამავე დროს ახალი გამოწვევებით სავსე.
სასწავლო პროგრამა ორი მიმართულებით მიმდინარეობს – მენეჯმენტში და კომპიუტერულ მეცნიერებებში, რაც საშუალებას მაძლევს ერთდროულად განვვითარდე ტექნიკურად და ბიზნესის მიმართულებით. ლექციები ინტერაქტიულია, ხშირად გვაქვს ჯგუფური პროექტები და განხილვები, რაც ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას უწყობს ხელს. პროგრამის ფარგლებში ვსწავლობთ გუნდურ მუშაობას, გუნდის მენეჯმენტს და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას, რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილებაა.
უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრება ძალიან მრავალფეროვანია. ყოველკვირეულად ტარდება სხვადასხვა აქტივობები – პროფესიული შეხვედრები, სპორტული ღონისძიებები, წვეულებები და თემატური საღამოები, რაც აძლიერებს არამარტო სწავლის მოტივაციას, არამედ საშუალებას მაძლევს გავიცნო საერთაშორისო სტუდენტები, მათი კულტურა და ინტერესები.
ამ მოკლე პერიოდში მიღებული გამოცდილება ძალიან პოზიტიური და ფასდაუდებელი აღმოჩნდა. ახალი გარემო, მეგობრები, ცოდნის მიღება და აქტიური სტუდენტური ცხოვრება. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის”.