სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. IBSU ბლოგი
  4. /
  5. #ჩემიუნივერსიტეტი: ნინო ცალქამანიძე | ტურიზმის...
#ჩემიუნივერსიტეტი: ნინო ცალქამანიძე | ტურიზმის პროგრამა
  • 13/04/2022

#ჩემიუნივერსიტეტი: ნინო ცალქამანიძე | ტურიზმის პროგრამა

გაიცანით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ნინო ცალქამანიძე რუბრიკაში #ჩემი უნივერსიტეტი

“სანამ IBSU-ში ჩავაბარებდი, ჩემთვის რამდენიმე კრიტერიუმი მოვინიშნე: რა სწავლის დონეა აქ, რას მომცემს მე ეს უნივერსიტეტი და ვინ ვიქნები მე. IBSU არ გიკარგავს წარსულ წარმატებებს, აქ შეგიძლია ისარგებლო ოქროს თუ ვერცხლის შიდა გრანტით. ღია კარის დღეებზე, კამპუსში მოსვლისას, ისეთ გარემოში ხვდები, სადაც დაბრუნება გინდება. მეც დავბრუნდი. პირველი სემესტრის შემდეგ კი უკვე გრძნობ თავს ერთი დიდი ოჯახის წევრად, აქ ყველა ჩვენგანი განსხვავებული პიროვნებაა, მაგრამ გეძლევა საშუალება განვითარდე,მიიღო უმაღლესი ხარისხის განათლება. შეგიძლია ჩაერთო გაცვლით პროგრამებში და დაეუფლო შენს პროფესიას მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში”.