სიახლეები
- Home
- /
- IBSU ბლოგი
- /
- #ჩემიუნივერსიტეტი : სალომე ნადარაია...

- 19/11/2025
#ჩემიუნივერსიტეტი : სალომე ნადარაია I მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა
გაიცანით #IBSU-ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, სალომე ნადარაია, რუბრიკაში #ჩემიუნივერსიტეტი
“IBSU-ში სწავლა ჩემთვის უბრალოდ აკადემიური გზა არ არის. ეს არის გამოცდილება, რომელიც რეალურად მეხმარება, განვვითარდე როგორც პერსონალურად, ისე პროფესიულად.
IBSU-ში სტუდენტებს ერთმანეთის მხარდაჭერა გვახასიათებს – იქნება ეს პროექტები, ჯგუფური სამუშაოები თუ უბრალოდ ყოველდღიური ურთიერთობები. უნივერსიტეტი ნამდვილად ქმნის სივრცეს, სადაც შეგიძლია შენი შესაძლებლობები აღმოაჩინო, კარიერულად მოემზადო და იმ ადამიანებთან იმუშაო, რომლებთანაც საერთო მიზანი გაკავშირებს.
ჩემთვის IBSU მხოლოდ უნივერსიტეტი არაა – ეს არის ადგილი, რომელიც გზას გიხსნის და რეალურად გეხმარება იმ მიმართულებით განვითარდე, რომელსაც ირჩევ.”