სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. IBSU ბლოგი
  4. /
  5. #ჩემიუნივერსიტეტი: ქეთი მიროტაძე | ეკონომიკის...
#ჩემიუნივერსიტეტი: ქეთი მიროტაძე | ეკონომიკის პროგრამა
  • 24/04/2025

#ჩემიუნივერსიტეტი: ქეთი მიროტაძე | ეკონომიკის პროგრამა

გაიცანით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ქეთი მიროტაძე რუბრიკაში #ჩემიუნივერსიტეტი

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) ეკონომიკის პროგრამაზე ჩაბარება ერთ-ერთი ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო ჩემს ცხოვრებაში. რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ეკონომიკი პროგრამის არჩევა ჩემთვის ძალიან საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება აღმოჩნდა. ეკონომიკის პროგრამა IBSU-ში საკმაოდ მრავალმხრივია — აქ მხოლოდ თეორიას არ ვსწავლობთ, პირიქით, ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა პრაქტიკულ მიდგომებს. მე მქონდა შესაძლებლობა შემესწავლა სხვადასხვა მიმართულება, როგორებიცაა მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები, ბუღალტერია, ასევე მაკრო და მიკროეკონომიკა. ეს საგნები არა მხოლოდ ცოდნას მაძლევს, არამედ მეხმარება, უკეთ გავიაზრო როგორ მუშაობს ეკონომიკური სისტემა და როგორ არის დაკავშირებული სხვადასხვა ბიზნესპროცესი ერთმანეთთან. ყოველდღე ვხვდები, როგორ ფართოვდება ჩემი მსოფლმხედველობა — ახლა უკვე შემიძლია შევაფასო რეალური ეკონომიკური მოვლენები, გავაკეთო ანალიზი და მივიღო გაცილებით უფრო გააზრებული გადაწყვეტილებები.

განსაკუთრებით მომწონს, რომ თეორიულ ცოდნასთან ერთად გვაქვს უამრავი პრაქტიკული დავალება: ვწერთ ბიზნესგეგმებს, ვგეგმავთ ფინანსურ მოდელებს, ვხსნით ეკონომიკურ თავსატეხებს და რეალურ ეკონომიკურ ამოცანებზე ვმუშაობთ.უნივერსიტეტში სტუდენტური გარემო ძალიან მოტივაციურია. ლექტორები ჩვენთან არა მხოლოდ როგორც მასწავლებლები, არამედ როგორც პარტნიორები მუშაობენ — მზად არიან დაგვეხმარონ, გაგვიზიარონ გამოცდილება და გაგვიწიონ მენტორობა. მომწონს, რომ მუდმივად გვაქვს შესაძლებლობა ჩავერთოთ საერთაშორისო პროექტებში, გაცვლით პროგრამებსა და სტაჟირებებში, რაც პირდაპირ კარიერულ განვითარებაზე აისახება.

IBSU-ში მიღებული გამოცდილება ნამდვილად მხოლოდ აკადემიური არ არის — ეს არის რეალური ცოდნა, რომელიც ცხოვრებაში მჭირდება. აქ ვისწავლე ფიქრი სისტემურად, მუშაობა გუნდურად და პრობლემების ანალიზი ეკონომიკური თვალსაზრისით. დღითიდღე ვგრძნობ, როგორ ვიზრდები პროფესიონალურად და პიროვნულად.”