სიახლეები

- 14/02/2025
‘ციფრული სკოლის’ დახურვის ღონისძიება IBSU-ში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის ‘ციფრული სკოლა’ დახურვის ღონისძიება გაიმართა.
ერთკვირიანი უფასო ინტენსიური ტრენინგების განმავლობაში, X – XI – XII კლასის მოსწავლეებმა ისწავლეს ციფრულ პროდუქტებზე მუშაობა, Web Development-ის მთავარი პროგრამირების ენები – HTML, CSS და 3D გრაფიკა – Blender.
კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანმა, მარიამ რაზმაძემ პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები და IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრები გადასცა.