სიახლეები

- 30/09/2025
ხაშურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს მოხალისეების სტუმრობა IBSU-ში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) ხაშურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს მოხალისეებსა და მათ წარმომადგენლებს უმასპინძლა!
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ინტერაქტიულ ვორქშოპში „შეარჩიე შენი პროფესია“, სადაც მათ დაეხმარნენ კარიერული გზის განსაზღვრასა და არჩევანის გაკეთებაში.
სტუმრებმა დაათვალიერეს IBSU-ს კამპუსი, გაეცნენ უნივერსიტეტის გარემოსა და ინფრასტრუქტურას. ასევე მიიღეს დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის მრავალფეროვან აკადემიურ პროგრამებზე.