
IBSU-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა თეონა გუბიანურმა აბიტურიენტებისთვის ჩაატარა ტრენინგი – ” ჰკითხე ფსიქოლოგს,” სადაც მონაწილეებს გააცნო სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობა და მისი წარმართვის ხერხები.
ტრენინგის ბოლოს სკოლის მოსწავლეებს IBSU-ს მარკეტინგისა და PR დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამარ შოშიაშვილი შეხვდა და მათ უნივერსიტეტის პროგრამები და საგრანტო შესაძლებლობები გააცნო.
ტრენინგის ყველა მონაწილეს IBSU-ს სერტიფიკატი გადაეცა, ხოლო აქტიური მოსწავლეები IBSU-ს 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერით დაჯილდოვდნენ.