შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მეათე საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია გაიმართა,რომელის მიეძღვნა ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს. კონფერენცია გახსნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ასევე განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ღონისძიების მრავალფეროვანი თემატიკა მოიცავდა აშშ-ს კულტურას, პოლიტიკას, ლიტერატურას, ქალთა საკითხებს, განათლებას, ისტორიას, ხელოვნებასა და ეკონომიკას. კონფერენციას 39 მომხსენებელი ჰყავდა, მათ შორის 4 ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
კონფერენციის გახსნა დასრულდა თბილისის ჯაზ ბენდის კონცერტით, ვინაიდან ჯაზი ამერიკის კულტურის განუყოფელი ნაწილია.