სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
  4. /
  5. ნიდერლანდების ელჩის მოადგილე სტუმრად იბსუ-ში
  • 25/05/2017

ნიდერლანდების ელჩის მოადგილე სტუმრად იბსუ-ში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტს სტუმრად ეწვია საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს წარმომადგენელი – ელჩის მოადგილე ფლორ ნუიტენი.

დიპლომატი უნივერსიტეტს ეწვია მედიაციისა და მოლაპარაკებების კურსის ფარგლებში, რომელსაც წარმართავდა ტაბითა ვან დერ ბერგი.

ფლორ ნუიტენი პროფესიით იურისტია, თუმცა მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და მედიაციის კუთხით. მან ეს გამოცდილება გაუზიარა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს. წარიმართა დისკუსია და სტუდენტებმა სტუმარს დაუსვეს კითხვები საერთაშორისო დიპლომატიურ მოლაპარაკებებსა და ასევე, ნიდერლანდების საელჩოს საქმიანობაზე საქართველოში და მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე ამ პროცესში.