სიახლეები
- მთავარი
- /
- სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- /
- საქველმოქმედო ღონისძიება ლეიკემიით დაავადებული ბავშვების...
- 24/11/2017
საქველმოქმედო ღონისძიება ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად
17 ნოემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით აღინიშნა სტუდენტთა საერთაშორისო დღე.
მთელი დღის განმავლობაში უნივერსიტეტში გაიმართა სხვადასხვა გასართობი ღონისძიება: EBRU Art (წყალზე ხატვა), ინით ხატვა, Food Festival და სტუდენტების მიერ სპეციალურად ამ დღისთვის ორგანიზებული კონცერტი. მოწვეული იყო მხატვარი ზალიკო სულაკაური.
ღონისძიების მიზანი იყო ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარება, რასაც შეუერთდა სამართლის ფაკულტეტი და შემოსული თანხაც სწორედ ამ საქმეს მოხმარდა.