სიახლეები
- მთავარი
- /
- სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- /
- მემორანდუმი პოლიციის აკადემიასთან
- 29/05/2017
მემორანდუმი პოლიციის აკადემიასთან
სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს აკადემიასა და შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის დაიდო ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება ინტელექტუალური და მატერიალური რესურსების კონსოლიდაციის გზით. თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზება , კვლევასა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, ერთობლივი სასწავლო სახელმძღვანელოებისა და სხვა სახის პუბლიკაციების მომზადება და გამოქვეყნება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ კადრების პროსიულ მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ და შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა – ილიას ჩილოღლუმ. აკადემიის ეზოში საზეიმოდ აღიმართა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დროშა და მხარეებმა გაცვალეს სიმბოლური საჩუქრები.