სიახლეები
- მთავარი
- /
- სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- /
- სემინარი თემაზე – სამუშაო ადგილზე...
- 18/12/2018
სემინარი თემაზე – სამუშაო ადგილზე შევიწროება/სექსუალური შევიწროება.
2018 წლის 14 დეკემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ა505 აუდიტორიაში კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტებმა ჩაატარეს სემინარი თემაზე – სამუშაო ადგილზე შევიწროება/სექსუალური შევიწროება.
შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: სამუშაო ადგილზე შევიწროების დეფინიცია, ამ საკითხის შესასწავლად ჩატარებული საერთაშორისო თუ ქართული კვლევების მიგნებები, ქართულ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, რაც ართულებს სამუშაო ადგილზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლას, პრევენციისა და მონიტორინგის მექანიზმებს.
სემინარი ჩატარდება „კანადის ფონდი ადგილობრივი ინიციატივებისთვის“ მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „სამუშაო ადგილებზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა განათლების, სამართლებრივი კონსულტაციების/იურიდიული დახმარების და ადვოკატირების გზით“ ფარგლებში.