სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. ცნობილია ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის...
  • 02/03/2022

ცნობილია ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის მე-9 ოლიმპიადის შედეგები

დასრულდა საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის მე-9 ოლიმპიადა ინფორმატიკაში. მასში სულ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საოლიმპიადო წრეებში გაერთიანებულმა 117-მა მოსწავლემ.

ოლიმპიადა გაიმართა 3 ასაკობრივ ჯგუფში: 5-8 კლასები (60 მოსწავლე), 9-10 კლასები (35 მოსწავლე) და 11-12 კლასები (22 მოსწავლე). იგი ჩატარდა მსოფლიო ოლიმპიადის ფორმატით,  წარმოდგენილი იყო საკმაოდ რთული ამოცანები.

შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ცხრილებში, სადაც წარმოდგენილია მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებმაც ოლიმპიადა არანულოვანი შედეგებით დაასრულეს. ტოლი ქულების შემთხვევაში ადგილები განისაზღვრა უკეთესი ჯამური დროის მიხედვით.

შედეგები 5-8 კლასი

შედეგები 9-10 კლასი

შედეგები 11-12 საიტი

გამარჯვებულ მოსწავლეებს დიპლომები დაეგზავნებათ ელ-ფოსტის საშუალებით უახლოესი 10 დღის განმავლობაში!

მალე, მარტის მეორე ნახევრიდან სტარტს აიღებს ეროვნული ოლიმპიადა ინფორმატიკაში. პირველი ტური ტრადიციულად ონლაინ ჩატარდება, ხოლო დასკვნითი და ნაკრების შესარჩევი ტურები პანდემიიდან გამომდინარე სიტუაციის მიხედვით. ეროვნული ოლიმპიადის შესახებ ინფორმაციები იხილეთ საიტზე: geoi.ge. ამ საიტიდან მოხდება მონაწილეთა რეგისტრაციაც, რომელიც მალე გამოცხადდება. ოლიმპიადის დასკვნითი ტური კვლავ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორობით გაიმართება.

საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს ყველა გამარჯვებულ და მონაწილე მოსწავლეს და უსურვებს მათ შემდგომ წარმატებებს!!!