- 30/05/2025
- By მარიკა
- In ბიზნესის სკოლა, სიახლეები
- 7
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელმა, აფილირებულმა პროფესორმა, დოქტორმა ეკა დევიძემ მონაწილეობა მიიღო European Heritage Hub peer-learning პროექტში, რომელიც სარაევოში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში ჩატარდა. შესაძლებლობების განვითარების პროგრამა მიზნად ისახავდა საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარებას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: გარემოსდაცვითი, ციფრული და სოციალური გამოწვევების შესაბამისად კულტურული მემკვიდრეობის მართვის უნარების განვითარება ადგილობრივ და რეგიონულ კონტექსტში. პროექტი
IBSU-ს ბიზნესის სკოლის დეკანი დარა აჰმედი ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ასისტენტ პროფესორს, სანდიპ გულერიას შეხვდა, რომელიც ჩანდიგარის უნივერსიტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. პროფესორ გულერიას ვიზიტი IBSU-ს ჩანდიგარის უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში რიგით მეორედ შედგა. მხარეებმა ისაუბრეს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტების და აკადემიური პერსონალისთვის ერთობლივად დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) ობუდას უნივერსიტეტთან (ბუდაპეშტი) ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმა. ობუდას უნივერსიტეტი უნგრეთში ფოკუსირებულია ინფორმატიკაზე, გამოყენებით მეცნიერებასა და ინჟინერიაზე. ასევე, გამორჩეულია აქტიური საერთაშორისო კოლაბორაციით, ერაზმუს + პროგრამებითა და საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით.
IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა უმასპინძლა კორეის ტექნოლოგიებისა და კულტურის ინსტიტუტის წარმომადგენელს, პროფესორ სუნგდონ ჰვანგს. შეხვედრაზე განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პოტენციური შესაძლებლობები.