• IBSU-ს უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელი კოზმინსკის უნივერსიტეტში პერსონალის საერთაშორისო კვირეულს დაესწრო

    IBSU-ს უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელი კოზმინსკის უნივერსიტეტში პერსონალის საერთაშორისო კვირეულს დაესწრო

    IBSU-ს აფილირებული ასოცირებული პროფესორი და უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელი, ეკატერინე არჩვაძე კოზმინსკის უნივერსიტეტში 2025 წლის პერსონალის საერთაშორისო კვირეულს დაესწრო. ღონისძიება, რომელიც ერაზმუს+ მობილობის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, მიზნად ისახავდა ევროპული უნივერსიტეტებისა და მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებების პარტნიორობის გაძლიერებას. ორმოცდასამი წარმომადგენელი სამოცი ქვეყნიდან მონაწილეობდა შეხვედრებში, სემინარებში, სადისკუსიო სესიებსა და კულტურულ ღონისძიებებში, რომლებიც მიზნად ისახავდა იდეებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ინტერნაციონალიზაციის, სტუდენტთა გაცვლისა

  • IBSU-მ დებრეცენის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

    IBSU-მ დებრეცენის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დებრეცენის უნივერსიტეტთან (უნგრეთი) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. აღმოსავლეთ უნგრეთის ქალაქ დებრეცენში მდებარე უნივერსიტეტი ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი უნივერსიტეტია, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს პროგრამებს მედიცინის, ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერების, ბიზნესის ადმინისტრირების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და გარემოსდაცვითი მეცნიერებების მიმართულებებით.

  • პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილი ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო

    პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილი ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი და ამერიკისმცოდნეობის პროგრამების ხელმძღვანელი, პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილი, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე იმყოფებოდა. IBSU ულოცავს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკელ ხალხს და ამერიკელ კოლეგებს დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც 4 ივლისს აღინიშნება.

  • IBSU-მ და ფრანგულმა ბიზნეს სკოლამ (IPAC France) მემორანდუმი გააფორმეს

    IBSU-მ და ფრანგულმა ბიზნეს სკოლამ (IPAC France) მემორანდუმი გააფორმეს

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ფრანგულ ბიზნეს სკოლასთან (IPAC France) ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გააფორმა. IPAC-ის კამპუსები მდებარეობს როგორც საფრანგეთში, ისე შვეიცარიაში. უნივერსიტეტის პროგრამები მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორისაა ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი, ადამიანური რესურსები, ტურიზმი, საერთაშორისო ვაჭრობა და ციფრული მენეჯმენტი. IPAC სტუდენტებს აძლევს თანამედროვე კონკურენტულ გლობალურ შრომის ბაზარზე წარმატების მისაღწევად საჭირო უნარ-ჩვევებსა და გამოცდილებას.

  • IBSU-მ კომილას პონტიფიკურ უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

    IBSU-მ კომილას პონტიფიკურ უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა კომილას პონტიფიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მადრიდში მდებარე უნივერსიტეტი აერთიანებს ICAI-ის საინჟინრო სკოლას, ICADE-ის ბიზნესისა და სამართლის სკოლასა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს. კომილას პონტიფიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები მოიცავს დისციპლინების ფართო სპექტრს, როგორებიცაა ინჟინერია, საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი, ფსიქოლოგია და სოციალური მუშაობა.  

  • საჯარო გამოსვლის კონკურსი საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტებისთვის

    საჯარო გამოსვლის კონკურსი საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტებისთვის

    IBSU-ს სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლაში, საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის ბაკალავრიატის II კურსის სტუდენტებისთვის ჩატარდა საჯარო გამოსვლების კონკურსი. სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები ამბის თხრობის ხელოვნებაზე, ცნობილ საჯარო გამომსვლელებზე, ასევე სხეულის ენის, ჟესტიკულაციის, დროის მენეჯმენტის, სტილის, ჩაცმის ეტიკეტების, ქარიზმატული, სპონტანური და მონოტონური საჯარო გამოსვლების, დარწმუნების ხელოვნების, არგუმენტირების, კრიტიკისა და სხვა უნარების შესახებ. სკოლის დეკანმა, აფილ. პროფესორმა

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES