- 08/05/2025
- By მარიკა
- In სიახლეები, კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა
- 146
- 0
IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლამ უმასპინძლა მრავალი ჯილდოს მქონე იაპონელ დიზაინერს, ნაო ტოკუდას, რომელმაც საჯარო ლექცია ჩაატარა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის. ნაო ტოკუდა უკვე ერთი წელია აქტიურად თანამშრომლობს არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებთან, ხოლო მისი მოწვევა IBSU-ს საუნივერსიტეტო სივრცეში განხორციელდა „არქიტექტურული პრემია 2024“-ის გამარჯვებული სტუდენტის დავით ასანიძის უშუალო ჩართულობით. ლექციის დროს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბის Cinema Paradiso – Movie Club-ის ორგანიზებით ჩატარდა შემეცნებითი თამაში Movie Trivia. თამაშში მონაწილეობდნენ სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა ფულადი პრიზი.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ორგანიზებით IBSU-ს საბიბლიოთეკო სივრცეში გაიმართა საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ირინე იმერლიშვილისა და ეკატერინე გასიტაშვილის საჯარო ლექცია თემაზე „სასამართლო ხელისუფლება საქართველოში (განსხვავება საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებს შორის)“. სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანმა, აფილირებულმა პროფესორმა ირაკლი შამათავამ. მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების მონაწილე პროფესორებსა და სტუდენტებს და აღნიშნა, რომ საჯარო
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) და უელვას უნივერსიტეტმა ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი შესაძლებლობების განვითარებას. მემორანდუმი მოიაზრებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს, ერთობლივ კვლევით პროექტებსა და კონფერენციებსა და კულტურულ და სამეცნიერო თანამშრომლობას. თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სტუდენტებისთვის მრავალფეროვანი აკადემიური გარემოს შექმნას, რაც მათ საერთაშორისო გამოცდილების მიღებაში დაეხმარება.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ორგანიზებით, ლუიჯი ვანვიტელის სახელობის კამპანიას უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა ანდრეა ბორონმა, პროფესორმა ჯერემი შოვნმა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა გოგა კიკილაშვილმა საბანკო სამართლის აქტუალურ საკითხებზე საჯარო ლექცია გამართეს. სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანმა,
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტისა (უნგრეთი) და კანარის საერთაშორისო უნივერსიტეტის (ესპანეთი) წარმომადგენლებს. IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინი ჩალაბაშვილი, განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის დეკანი თამარ შიოშვილი და აფილირებული პროფესორები, მაია ჩქოტუა და ეკა ფიფია, შეხვდნენ ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს და უცხო ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, არვა ვალერიას და კანარიის