- 25/06/2025
- By მარიკა
- In სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა, სიახლეები
- 154
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, საბაკალავრო ნაშრომების შესრულების და გაფორმების სტანდარტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ პრორექტორი კვლევით დარგში, აფილირებული ასოცირებული პროფესორი თეა კბილცეცხლაშვილი და სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, აფილირებული პროფესორი ირაკლი შამათავა. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საბაკალავრო ნაშრომის მომზადების მეთოდოლოგია, ნაშრომებში დაშვებული ხარვეზები, ასევე ნაშრომის აკადემიურად
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, დოქტორი ეკა დევიძე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის Academics World მრჩეველთა გუნდს შეუერთდა. Academics World ხელს უწყობს ერთიან პლატფორმაზე ინჟინერიისა და ტექნოლოგიების, მეცნიერებისა და მედიცინის სფეროში უახლესი მიღწევებისა და საკითხების განხილვას მკვლევრებსა და აკადემიკოსებს შორის.
გაიცანით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ლიზა მირიანაშვილი, რომელმაც გაცვლითი პროგრამით საბერძნეთში, დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში ისწავლა. “Erasmus-ის პროგრამაში მონაწილეობა და ნახევარი სემესტრის საბერძნეთში გატარება ჩემი აკადემიური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და განათლების თვალსაზრისით მდიდარი გამოცდილება იყო. განსაკუთრებული მადლობა IBSU-ს და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, რომლებმაც მომცეს ეს შესაძლებლობა და თითოეულ ეტაპზე დამიჭირეს მხარი. ამ გამოცდილების
IBSU-ს პრორექტორმა ადმინისტრაციის დარგში, გიორგი მახარაშვილმა მინი ფეხბურთის შიდასაუნივერსიტეტო ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა. ტურნირში 15 სტუდენტური გუნდი მონაწილეობდა და გამარჯვება წილად ხვდა გუნდს „ბრგე“, დავით ქუფარაშვილის კაპიტნობით (გუნდის შემადგენლობა: დავით ქუფარაშვილი, დავით გერგედავა, დავით მუსაშვილი, მიშო მიქელაძე, გუკა მამადაშვილი, დავით ვახანია, მიშო წიკლაური, ფაიზ მოჰამედი, ზუკა ყარანაშვილი, ავთანდილ ბერიძე, გიორგი ბულეიშვილი) მეორე ადგილი დაიკავა გუნდმა „მასიპალი“
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მაგდებურგის ოტო ფონ გუერიკეს უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. გერმანიაში მდებარე უნივერსიტეტი, რომელიც ინოვაციებსა და კვლევაზეა ფოკუსირებული, სტუდენტებს სთავაზობს პროგრამებს ინჟინერიის, მედიცინის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებებით.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა MS Excel-ის ტრენინგ-კურსის მეორე ნაკადის მონაწილეები სერტიფიკატებით დააჯილდოვა. სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს MS Excel პროგრამის საწყისი და მაღალი დონის ფუნქციონალები. ტრენინგზე მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნით, ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელს შეუძლია MS Excel-ში მონაცემების დამუშავება, დეტალური ანგარიშების გენერირება, სამუშაო ფაილის აგება, ანალიზი, ვიზუალიზაცია და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. ტრენინგს უძღვებოდა ცოტნე შერმადინი, IVH