- 37
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) ვარნას თავისუფალი უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა. ბულგარელი სტუმრები შეხვდნენ IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანს, მარიამ რაზმაძეს, არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელს, გიორგი ცუცქირიძეს, ლექტორს გიორგი გაბუნიასა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნინი ჩალაბაშვილს. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, აფილ. პროფესორი ირაკლი შამათავა ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეას დაესწრო, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, 23-25 აპრილს გაიმართა. კონფერენციის თემა “ELFA-ს 30 წელი: იურიდიული განათლება ტრადიციებსა და თანამედროვეობაში“ წარმოდგენილი იყო პანელური დისკუსიებითა და მოხსენებებით, რომლის ფარგლებშიც განიხილებოდა იურიდიული განათლების განვითარების ტენდენციები ბოლო ოცდაათი
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას IBSU ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, მარიამ ბანძელაძემ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახა შენგელიამ. ვრცლად
IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანმა, პროფესორმა მარიამ რაზმაძემ მონაწილეობა მიიღო IPLOCA Novel Construction-ის საგაზაფხულო სესიაში, რომელიც იტალიის ქალაქ პალერმოში ჩატარდა საგაზაფხულო სესიის ფორმატი მიეძღვნა ახალ ტექნოლოგიებს, ხელოვნურ ინტელექტს, ენერგიის გარდაქმნას და მდგრად განვითარებას. ცალკე სესიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგანმანათლებლო სექტორთან თანამშრომლობას, ინოვაციას და გრძელვადიან პერსპექტივებს. IPLOCA წარმოადგენს საერთაშორისო კონტრაქტორების ასოციაციას და აერთიანებს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის ორგანიზებით, 7-14 მაისს გაიმართება სალექციო-სასემინარო კვირეული შემდეგ საკითხებზე: „პლაგიატის პრევენცია, აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვა, სამეცნიერო ნაშრომის შექმნის სტანდარტები და ხელოვნური ინტელექტის (გენერაციული ხელსაწყოების) სწორად გამოყენება სამეცნიერო ნაშრომის წერის პროცესში”. ლექცია-სემინარებს გაუძღვებიან IBSU–ს აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელი, განათლების მეცნიერებების დოქტორი მარიამ კუჭავა, შავი ზღვის საერთაშორიო უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული