• არქიტექტურის პროგრამის კურსდამთავრებულების საბაკალავრო პროექტების პრეზენტაცია

    არქიტექტურის პროგრამის კურსდამთავრებულების საბაკალავრო პროექტების პრეზენტაცია

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებმა წარმატებით წარადგინეს თავიანთი საბაკალავრო პროექტები. პრეზენტაციებზე სტუდენტებმა კომისიის წინაშე ვიზუალური და გრაფიკული შესრულებით წარმოადგინეს ინოვაციური არქიტექტურული ნამუშევრები, რომლებიც მათ აკადემიურ და შემოქმედებით უნარებს ასახავდა. პროექტები მოიცავდა არქიტექტურულ პროექტებს, მათ შორის “სასტუმრო ნოქალაქევი – არქეოპოლისი,” თეატრი „მაჩაბელა,“ ჯანმრთელობისა და რეაბილიტაციის ცენტრი – „სერენა“ და სხვ. 2018 წლიდან IBSU პირველი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელმაც ინგლისურენოვანი არქიტექტურის პროგრამა შექმნა

  • IBSU-მ როსარიო გალიარდის სახელობის სახვითი ხელოვნების აკადემიასთან მემორანდუმი გააფორმა

    IBSU-მ როსარიო გალიარდის სახელობის სახვითი ხელოვნების აკადემიასთან მემორანდუმი გააფორმა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) როსარიო გალიარდის სახელობის სახვითი ხელოვნების აკადემიასთან (იტალია) მემორანდუმი გააფორმა. სახვითი ხელოვნების აკადემია, რომელიც მდებარეობს სიცილიის სამხრეთით მდებარე სანაპირო ქალაქ სირაკუზში, წარმოადგენს ინოვაციურ ცენტრს დიზაინისა და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით და სტუდენტებს სთავაზობს სპეციალიზებულ სასწავლო მიმართულებებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა პროდუქტის დიზაინი, ინტერიერის არქიტექტურა, ვიზუალური კომუნიკაცია, მოდის დიზაინი და ციფრული მედია. აკადემიის პროგრამები ფოკუსირებულია კვლევაზე, ექსპერიმენტსა და ინდუსტრიულ

  • IBSU-მ ევრო-ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

    IBSU-მ ევრო-ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ევრო-ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტთან  (EMUNI) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. სლოვენიის ქალაქ პირანში მდებარე უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ინტერდისციპლინურ პროგრამებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა კულტურათშორისი ბიზნეს კომუნიკაცია, მდგრადი განვითარება, საერთაშორისო ურთიერთობები და კულტურული მემკვიდრეობა. EMUNI მჭიდროდ თანამშრომლობს ხმელთაშუა ზღვის რეგიონის უნივერსიტეტებთან, კვლევით დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რაც ხელს უწყობს აკადემიურ წარმატებას, ინოვაციის მხარდაჭერას და თანამშრომლობას საერთო რეგიონული

  • IBSU-მ დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ბრენდ ელჩს უმასპინძლა ინდოეთიდან

    IBSU-მ დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ბრენდ ელჩს უმასპინძლა ინდოეთიდან

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა IBSU-ს დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ბრენდ ელჩს სოებ აფთაბის უმასპინძლა ინდოეთიდან. მისი ვიზიტი მიზნად ისახავდა მედიცინის სკოლის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის პოპულარიზაციას იმ ინდოელ სტუდენტებს შორის, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ინდოეთის ეროვნული საკვალიფიკაციო გამოცდა მედიცინაში – NEET 2025. ვიზიტის ფარგლებში სოებ აფთაბი და მისი გუნდის წევრები შეხვდნენ IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და მედიცინის სკოლის

  • სამართალმცოდნეობის და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამების სტუდენტები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში იმყოფებოდნენ

    სამართალმცოდნეობის და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამების სტუდენტები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში იმყოფებოდნენ

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ორგანიზებით, სამართალმცოდნეობის და  საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ. აღნიშნულ პროექტს ხელმძღვანელობდნენ სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, აფილ. პროფესორი ირაკლი შამათავა და საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი, ქრისტინე ქარდავა. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ სამოსამართლო საქმისწარმოების წესებს და

  • შიდა მობილობისა და სტუდენტის სტატუსის აღდგენის ვადები

    შიდა მობილობისა და სტუდენტის სტატუსის აღდგენის ვადები

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2025/2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის შიდა მობილობისა და სტუდენტის სტატუსის აღდგენის ვადები განისაზღვრა. შიდა მობილობის ვადები 2025 წლის 21 ივლისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით – სტუდენტთა მომსახურებისა და რეესტრის სამსახურის მიერ შიდა მობილობის წესით სკოლის/პროგრამის შეცვლის მსურველთა განცხადების რეგისტრაცია; 2025 წლის 25 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით – სკოლების მიერ კრედიტების აღიარება; 1 სექტემბრიდან

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES