სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
  4. /
  5. იმიტირებული სასამართლო პროცესები უმაღლეს სასწავლებელთა...
  • 17/07/2017

იმიტირებული სასამართლო პროცესები უმაღლეს სასწავლებელთა შორის

17 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესები უმაღლეს სასწავლებელთა შორის: სისხლის, სამოქალაქო და საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით.

გუნდები, წერით და ზეპირ კომპონენტში შეაფასეს მოქმედმა მოსამართლეებმა და კვალიფიციურმა იურისტებმა. გამოვლინდა გამარჯვებულებიც : სამოქალაქო სამართლის მიმართულებით –  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სისხლის სამართლის მიმართულებით –  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

გამარჯვებულ გუნდებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ ფულადი საჩუქრები, ხოლო მონაწილეებს სერტიფიკატები.