სიახლეები
- მთავარი
- /
- სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- /
- პრაქტიკული სამართლის კურსი “Street Law”
- 19/02/2019
პრაქტიკული სამართლის კურსი “Street Law”
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა იურიდიული კლინიკის ფარგლებში 16 – 17 თებერვალს გაზაფხულის სემესტრის პრაქტიკული სამართლის კურსი “Street Law” მე-10,მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის დაიწყო.
პროექტის ფარგლებში სამართლის საბაკალავრო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტებმა რუსუდან შაშიკაძემ თათა ჩხიკვაძემ,გიორგი შალამბერიძემ და თამთა თინაშვილმა, ლექციები ჩაატარეს შემდეგ თემებზე: 1. „წარმატებული კომუნიკაცია, წარმატებული ურთიერთობებისთვის“„სახელმწიფო – აუცილებელი ბოროტება“. მედია,ინტერნეტ უსაფრთხოება. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.
ლექციები მიმდინარეობდა ინტერაქციულ რეჟიმში,მოსწავლეებმა განიხილეს აქტუალური პრეცედენტები და თანაბრად განივითარეს როგორც თეორიული ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
მოსწავლეებს პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
მოსწავლეების შეფასებით: „ამ პროექტმა ძალიან ბევრ მომავალ ახალგაზრდა იურისტს ჩაუყარა საფუძველი…“
საბედნიეროდ უმრავლესობამ ჩვენი პროექტის დახმარებით გააკეთა არჩევანი და ახალი სემესტრიდან განსხვავებულ ამპლუაში, სტუდენტის სტატუსით გვექნება მათთან შეხვედრის შესაძლებლობა.
გაზაფხულის სემესტრის “Street Law”- ს პირველი ნაკადი დაკომპლექტდა თბილისის მე-16, 141-ე და 112-ე საჯარო სკოლისა და არასახელმწიფო საერო სკოლა ალბიონის მოსწავლეებისაგან, სამართლის ფაკულტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის სკოლის დირექტორებს, განსაკუთრებული ინტელექტუალური რესურსის მქონე სტუდენტების შერჩევისათვის ვიმედოვნებთ რომ აქტიურად გავაგრძელებთ უთიერთთანამშრომლობას შემდგომი პროექტებისთვის.