სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. ბიზნესის სკოლა
  4. /
  5. შესავალი პროგრამირებაში_2019
  • 08/04/2019

შესავალი პროგრამირებაში_2019

ტრენერი: ემზარ ელიზბარაშვილი

კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის მეორეკურსელი სტუდენტი.მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სოციალურ და საგანმანათლებლო აქტივობებში მათ შორის CERN-ის საჯარო ლექციებსა და კვლევებში.

ტრენერი: ვაჟა არავიაშვილი

კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის მეორეკურსელი სტუდენტი(დაფინანსებით). მუშაობს ფრილანსერად Upwork-ზე.  მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სოციალურ და საგანმანათლებლო აქტივობებში მათ შორის game development.

კურსის მიზანი

C# არის ფართოდ გამოყენებული ენა რომელიც შექმნილია Microsoft-ის მიერ. ჩვენი მიზანია სკოლის მოსწავლეებს გავაცნოთ პროგრამირება და ვაჩვენოთ მათ, რომ პროგრამირება შეიძლება იყოს სახალისო და საინტერესო. ამ კურსის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს ექნება საკმარისი ცოდნა ბაზურ C#-ში,შეძლებს ამოხსნას მარტივი მათემატიკური ამოცანები C#-ის დახმარებით და გაეცნობიან უნივერსიტეტში სასწავლო პროცესს.

კურსი მოიცავს

  • შესავალი პროგრამულ ენებში
  • მარტივი მონაცემთა ტიპები
  • მარტივი არითმეტიკული ოპერაციები
  • პირობითი ოპერატორები
  • ციკლები
  • შესავალი windows forms-ში
  • ფინალური პროექტი

სწავლების ენა

ქართული