სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა...
  • 27/11/2019

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციასთან

2015 წლის 18 მაისს ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძალა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთ

და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფ) გამგეობის თავმჯდომარეს ბატონ ზურაბ ლალაზაშვილს, აღამსრულებელ დირექტორს ბატონ ლავრენტი ჭუმბურიძესა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ კონსტანტინე დათიაშვილს. შეხვედრა ითვალისწინებდა თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას, რომლის თანახმადაც საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები თავისუფლდებიან ბაფის პროფესიული სერტიფიცირების F1 წიგნის „ბუღალტერი ბიზნესში“ გამოცდისგან. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებდა თანამშორმლობის გაგრძელებას პროფესიული სერტიფიცირების პირველი დონის სხვა წიგნების (F2, F3) გამოცდისგან განთავისუფლების მიზნით. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ზოგადი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია საქართველოში ვისთანაც აღნიშნული შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა.