სიახლეები
- 06/12/2019
პანელური დისკუსია – ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვა საგზაო უსაფრთხოების ჭრილში
ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულთან დაკავშირებით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საპანელო დისკუსიას უმასპინძლა თემაზე: ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვა საგზაო უსაფრთხოების ჭრილში.
შეხვეედრაზე განიხილეს საგზაო უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური მიზნის და ადამიანის ძირითად უფლებათა ურთიერთმიმართების ანალიზი, არსებული შეზღუდვების და მათი მნიშვნელობის შეფასება.
მომხსენებლები:
• ირაკლი იზორია – საგზაო უსაფრთხოების ექსპერტი, ორგანიზაცია “Safe-drive – შეიკარი ღვედი სიცოცხლისთვის“;
• დავით გეფერიძე – იბსუს ასოცირებული პროფესორი;
• გიორგი ასათიანი – სამართლის ექსპერტი;
• გოგა კიკილაშვილი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის წამყვანი ადვოკატი (მოდერატორი).