სიახლეები
- 23/03/2021
სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით
20 და 21 მარტს გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამის „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“ (CTEL III) მეექვსე მოდულის ტრენინგი თბილისისა და რუსთავის 12 სკოლის მასწავლებლებთან. პროექტის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პარტნიორობას უწევს პროექტ ჰარმონიის ფილიალს საქართველოში (PH International) ჯორჯთაუნის უნივერსიტეტთან ერთად. პროგრამის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს სწავლების ინტეგრირებული მეთოდების დანერგვას საქართველოს სკოლებში.