სიახლეები
- 15/10/2021
იბსუ-მ აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ტრადიციაული, აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენციაში, 20 ქვეყნის 107 მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის ფარგლებში 11 სექცია მუშაობდა, მათ შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, სამართლის, ბიზნესის, ტექნოლოგიების, ისტორიის, კულტურის სექციები, სადაც 72 მეცნიერის მოხსენებები მოისმინეს. გაიმართა დისკუსიები.
კონფერენციის მონაწილეებს გახსნის ცერემონიალზე მიესალმნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, საფფეთ ბაირაქთუთანი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, როლანდ კოპალიანი, ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი, გოჩა თუთბერიძე და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ანა ფირცხალაშვილი.
როგორც იბსუ-ს რექტორმა, საფფეთ ბაირაქთუთანმა განაცხადა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მოხარულია, უმასპინძლოს აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც პანდემიური ვითარების მიუხედავად, ონლან რეჟიმში, მაგრამ მაინც ჩატარდა.
„სასიამოვნოა, რომ კონფერენცია წელსაც ასეთი წარმომადგენლობითია და შინაარსობლივად ასეთი მრავალფეროვანი და საინტერესო. იმედი მაქვს, მომავალ წელს კონფერენციას თბილისში, ჩვეულ რეჟიში ვუმასპინძლებთ,“- განაცხადა იბსუ-ს რექტორმა.
კონფერენციის მთავარმა მომხსენებელმა, Zwickau-ს (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორმა ფრანკ გრიმმა პროგრამული სისტემების განვითარების შესახებ გააკეთა მოხსენება. როგორც მან აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, არა-პროგრამული სისტემების შემქმნელებმა, მათ შორის, მეცნიერებმა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომაგენლებმა, იცოდნენ უფრო მეტი პროგრამული განვითარების შესახებ, ვინაიდან თანამედროვე ტქენოლოგიები და პროგრამული განვითარება იძლევა ძალიან ბევრ შესაძლებლობას საგანმამათლებლო სექტორისთვის.
აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენცია ონლაინ 14-15 ოქტომბერს ჩატარდა.