სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების...
  4. /
  5. ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებისთვის “საერთაშორისო გამჭვირვალობა...
  • 03/11/2021

ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებისთვის “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წარმომადგენელმა ლექცია ჩაატარა

საქართველოში წინასაარჩევნოდ არსებული მედიაგარემო მიმოიხილეს საჯარო ლექციაზე, რომელიც  სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა.
ლექცია ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაცია – საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს – მედიის პროგრამების  მენეჯერმა მამუკა ანდღულაძემ.
ლექციის დროს სპიკერმა მიმოიხილა ისეთი თემები, როგორიცაა – ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოება, ჟურნალისტური ორგანიზაციების მესაკუთრეებზე განხორციელებული ზეწოლა, ამომრჩეველთა ინფორმირების პროცესი, პოლარიზებული და პოლიტიზებული მედია,  ჟურნალისტთა შრომითი უფლებების დაცვა და სხვა.
ლექცია წარიმართა კითხვა-პასუხის ფორმატში, სტუდენტებმა სტუმარს მათთვის საინტერესო შეკითხვები დაუსვეს.