სიახლეები
- 07/12/2021
IBSU-ში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე “რეპორტიორის საქმიანობის ეთიკური დილემები”
IBSU-ს სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე “რეპორტიორის საქმიანობის ეთიკური დილემები”.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტ მედიაჩეკერის მთავარმა რედაქტორმა, ჟურნალისტმა გიორგი გოგუამ სტუდენტებთან განიხილა რამდენიმე დილემური სიტუაცია ე.წ. ქეისი.
პრეცენდენტების განხილვის მთავარი ამოცანა ჟურნალისტის მიერ ოპტიმალური გადაწყვეტილების პოვნა იყო, რასაც სტუდენტებმა წარმატებით გაართვეს თავი.