სიახლეები
- მთავარი
- /
- სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- /
- დასრულდა ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო...
- 10/12/2021
დასრულდა ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული, სადაც IBSU ორი საჯარო ლექციით იყო ჩართული
დასრულდა 2021 წლის ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული. მიმდინარე წელს კვირეულში მონაწილეობას იღებდა საქართველოს 14 უნივერსიტეტი, რომელთა ორგანიზებით დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ღონისძიება.
კვირეულის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა ორი საჯარო ლექცია თემებზე: შრომის პირობების დაცვა და COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები და სოციალური მედია და სიტყვის თავისუფლება.
საუნივერსიტეტო კვირეულს მხარს უჭერს USAID-ის დაფინანსებული პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG)