სიახლეები
- 10/06/2022
მულტიდისციპლინური საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია IBSU-ში წელს პირველად ჩატარდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2022 წელს პირველად ჩატარდა მულტიდისციპლინური საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია.
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებში კვლევითი და ანალიტიკური უნარებისა და ისეთი ტრანსფერული უნარების გამომუშავებას, როგორიცაა ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, საკუთარი პროექტის წარდგენა და მოსაზრებების დაცვა.
კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო ურთიერთობების, მარკეტინგის, ეკონომიკის, მენეჯმენტის, ტურიზმის, არქიტექტურის, ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტის სექციები, სადაც ამ მიმართულებების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები მონაწილეობდნენ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა კონფერენციაზე წარმოდგენილ სექციებში მოხსენებები წარადგინეს საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებმაც. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სექციების საუკეთესო ნაშრომები შეირჩა საკონფერენციო კრებულში დასაბეჭდად.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა თეა კბილცეცხლაშვილმა სტუდენტებს მიულოცა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობა და განაცხადა, რომ მსგავსი სახის კონფერენციები ხელს შეუწყობს სტუდენეტებს განავითარონ კვლევითი უნარები, გაცვალონ შეხედულებები და გამოცდილება და შექმნან ერთობლივი პროექტები.
კონფერენცია ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. მომავალში იგეგმება წარმოდგენილი სექციებისა და დისციპლინების მრავალფეროვნების გაზრდაც.