სიახლეები
- 10/06/2022
IBSU-ს პროფესორმა ეკატერინე ფიფიამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებულ გაცვლით პროგრამაში მიიღო მონაწილეობა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ეკატერინე ფიფიამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.
CTEL-ITT პროგრამის ფარგლებში ვიზიტები განხორციელდა ჰარვარდის უნივერსიტეტში და ვერმონტის შტატის სკოლებში და კოლეჯებში. სკოლებში უშუალოდ სასწავლო პროცესის დაკვირვებას ამერიკელ კოლეგებთან და სტუდენტებთან პროფესიული დისკუსიები ახლდა.
გაცვლითი პროგრამის მთავარი მიზანია ინტეგრირებული და გუნდური სწავლების გამოცდილების შესწავლა ამერიკული სკოლების მაგალითზე და მსგავსი პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა საქართველოში.
გაცვლითი პროგრამის ორგანიზატორი და განმახორციელებელი იყო პროექტი ჰარმონია/PH International.