სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-მ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო...
  • 01/02/2023

IBSU-მ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნა, რომელიც მიზნად ისახავს წიგნიერების და წიგნის კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობას.

ამ დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა წაიკითხეს ამონარიდები სხვადასხვა ცნობილი მწერლების შემოქმედებიდან, მათ შორის გიორგი ლეონიძის, გელა ჩარკვიანის, ნინო ხარატიშვილის, ლადო ასათიანის, ჯონ დოს პასოსის და ჟორჟ ნაველის წიგნებიდან.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში თებერვლის პირველ ოთხშაბათს აღნიშნავენ.