სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. ბიზნესის სკოლა
  4. /
  5. IBSU-ს სტუდენტებისთვის გასვლითი ლექცია-ტური მოეწყო
  • 15/05/2023

IBSU-ს სტუდენტებისთვის გასვლითი ლექცია-ტური მოეწყო

სასტუმროს მენეჯმენტის საგნის ფარგლებში, IBSU-ს ბიზნესის სკოლის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებისთვის, ბორჯომში, ლიკანსა და ცემში გასვლითი ლექცია-ტური მოეწყო.

IBSU-ს სტუდენტებს საინტერესო ჰაუს ტურები ჩაუტარდათ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში Borjomi Likani და ბუტიკ სასტუმროში Golden Tulip Borjomi.

გასვლითი ლექცია-ტურის ფარგლებში, სტუდენტებმა ასევე მოინახულეს მთის კურორტი “განთიადი” ცემში, სადაც კურორტის გენერალურმა მენეჯერმა მათ საინტერესო გამოცდილება გაუზიარა, თუ როგორ ვითარდება თანამედროვე, ველნეს პრინციპებზე დაფუძნებული სასტუმრო და გამაჯანსაღებელი ცენტრი.