სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
  4. /
  5. IBSU-ს სტუდენტები საქალაქო სასამართლოში სასწავლო...
  • 25/05/2023

IBSU-ს სტუდენტები საქალაქო სასამართლოში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ

IBSU-ს სამართლის მესამე კურსის სტუდენტები, სისხლის საპროცესო სამართლის სალექციო კურსის ფარგლებში, პროფესორ ბესიკ მეურმიშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, პირადად შეხვედროდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლეს, რომელმაც სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
სასამართლოში ვიზიტი სასწავლო კურსში პრაქტიკული ელემენტების დანერგვას ემსახურება.