სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-ს სტუდენტებმა სოფელ სნოს სკოლას...
IBSU-ს სტუდენტებმა სოფელ სნოს სკოლას წიგნები გადასცეს
  • 13/06/2023

IBSU-ს სტუდენტებმა სოფელ სნოს სკოლას წიგნები გადასცეს

ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოს სკოლას IBSU-ში მოგროვებული წიგნები გადასცეს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა და პედაგოგებმა.

სასწავლო ექსპედიციას კურირებდა ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მოწვეული ლექტორი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ოლღა ცისკარიშვილი-სოსელია, რომელმაც საგნების „ფოტოჟურნალისტიკისა“ და „სოციალური საკითხების“ სტუდენტები მაღალმთიანი რეგიონის პრობლემატიკის გასაცნობად წაიყვანა. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა ჩაწერეს აუდიო და ვიდეო ინტერვიუები, გადაიღეს ფოტოები და შეაგაროვეს მასალები სიუჟეტებისათვის.

ვაჟა-ფშაველას სახელობის სნოს საჯარო სკოლა 1902 წელს დაარსდა. მიმდებარე სოფლებში ახალაშენებული საჯარო და კერძო სკოლებიც ფუნქციონირებს, თუმცა სნოს სკოლას პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთგული კონტიგენტი ჰყავს, რომლებიც ინარჩუნებენ ყაზბეგის რაიონში მდებარე უძველეს სასწავლო დაწესებულებას.