სიახლეები
- 02/07/2023
სტუდენტური პროექტების დახურვის საზეიმო ღონისძიება
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის სტუდენტური პროექტების დახურვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
უნივერსიტეტის კანცლერმა ექრემ დინდაროლმა და პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ტრანსფორმაციულმა ქოუჩმა, თამარ შოშიაშვილმა პროექტებში ჩართულ სტუდენტებს მადლობა გადაუხადეს გაწეული სამუშაოსთვის და სამახსოვრო სერტიფიკატებითდააჯილდოვეს, ხოლო სპონსორებმა – Ballroom, ზიპლაინ საქართველო, ჰოლოზეუმი, სევსამორასაგურამო, ახალი საირმე, ავტომუზეუმი, დომინოს პიცა – სტუდენტებს საინტერესო საჩუქრები გადასცეს. გარდა ამისა, პროექტებში ჩართულ სტუდენტებს თამარ შოშიაშვილმასამოტივაციო ტრენინგიც ჩაუტარა.
როგორც ცნობილია, უნივერსიტეტში მოქმედებს რამდენიმე სტუდენტური პროექტი:
• ბიზნეს ანბანი
• სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის
• სამართალი და მმართველობა მოსწავლეებისთვის
• პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში
• ციფრული სკოლა
• IBSU მარკეტერები
წლევანდელ სასწავლო წელს IBSU-ს სტუდენტური პროექტებით ისარგებლა, საქართველოს მასშტაბით, საჯარო თუ კერძო სკოლის დამამთავრებელი კლასის 4000-მდე მოსწავლემ. ტრენინგების მსვლელობისას ისინი ეცნობოდნენ არა მხოლოდ IBSU-ს საგანმანათლებლო პროგრამებს, არამედ ჰქონდათ სხვადასხვა პროფესიის გაცნობის საშუალებაც, სახალისო-შემეცნებითი აქტივობების მეშვეობით.