სიახლეები
- 02/04/2024
დებატების შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის დებატების შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი ჩატარდა.
კარლ პოპერის დებატების ფორმატში სტუდენტურმა გუნდებმა იდებატეს შემდეგ თეზისზე: „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დააჩქარებს ქვეყნის გაწევრიანებას NATO-ში“.
დებატების გამარჯვებული სტუდენტური გუნდი IBSU-ს სახელით მონაწილეობას მიიღებს დებატების ეროვნულ შეჯიბრში, რომელიც 2024 წლის „ახალგაზრდული ფესტივალის“ ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება.