სიახლეები
- 05/04/2024
საჯარო ლექცია – “ტრეფიკინგის ბუნება და მასთან ბრძოლის თანამედროვე გამოწვევები”
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ალექსანდრე გიორგიძემ სტუდენტებისთვის გამართა საჯარო ლექცია თემაზე “ტრეფიკინგის ბუნება და მასთან ბრძოლის თანამედროვე გამოწვევები.”
საჯარო ლექციაზე განიხილეს ტრეფიკინგის შესახებ შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო კანონმდებლობა, ტრეფიკინგის გამომწვევი მიზეზები და მისი პრევენციის ძირითადი მიმართულებები.
ლექციაზე განსაკურებული ყურადღება გამახვილდა ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ მექანიზმებზე.
ლექციას ასევე დაესწრო IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი ირაკლი შამათავა.