შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური წელი ღვაწლმოსილი პროფესორების დაჯილდოებით გაიხსნა.
ღონისძიებაზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დააჯილდოვა ღვაწლმოსილი პროფესორები, რომლებსაც უნივერსიტეტში აკადემიური საქმიანობის 20 წელზე მეტი უწყვეტი სტაჟი აქვთ და 2021-2022 სასწავლო წლის სამეცნიერო საქმიანობაში ყველაზე პროდუქტიული აფილირებული პროფესორები.
მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა უნივერსიტეტის მოწვეულ ლექტორს მიხეილ გვათუას.