სიახლეები
- 17/06/2024
IBSU-ში სტუდენტთა ინტერესებსა და უფლებებზე ომბუდსმენი იზრუნებს
IBSU-ში სტუდენტთა ინტერესებსა და უფლებებზე ომბუდსმენი იზრუნებს. ომბუდსმენის პოზიციაზე ელენე გამთენაძე დაინიშნა.
ომბუდსმენის საქმიანობის მიზანია, ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სტუდენტთა კონსულტირებას, დახმარებას, სტუდენტების ინტერესების, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასა და მათი დარღვევის ფაქტების გამოვლენას, ასევე, დარღვეული უფლების აღდგენას საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის შიდა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.
ელენე გამთენაძემ 2023 წელს დაამთავრა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა 2023 წელსვე ჩავაბარე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.
ელენე გამთენაძეს აქვს იურისტად მუშაობის ორწლიანი გამოცდილება. თავდაპირველად მუშაობდა კერძო იურიდიულ კომპანიაში სამოქალაქო-ადმინისტრაციული მიმართულებით, შემდგომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიულ სამსახურში იურისტის პოზიციას.