მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის მიზანია ბიზნესის მართვის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების, სამეცნიერო კვლევისა და შემოქმედებითი მუშაობის უნარების მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს მოამზადოს სპეციალისტები, რომელთაც ექნებათ ღრმა და სისტემური ცოდნაბიზნესის მართვის სფეროებში. მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა გარდა თეორიული კურსებისა, მოიცავს ინტერაქტიურ სემინარებსა და ტრენინგებს, პრეზენტაციებსა და ჯგუფურ მუშაობას, რის შედეგადაც მაგისტრს გაუადვილდება როგორც ბიზნესის მართვის სფეროში არსებული თეორიული პრობლემების ანალიზი, ისე რეალურ ბიზნეს-სიტუაცებში გარკვევა და მათი მართვა. სწავლების პროცესში გაითვალისწინებულია სტუდენტების მისწრაფებები და სურვილები, ბიზნესის და ინდუსტრიის განვითარების საერთაშორისო ტენდენციები და ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა.
პროგრამის ამოცანაა მაქსიმალურად დაუახლოვოს სტუდენტი პრაქტიკას, როგორც საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციებში სტაჟირებებით, ასევე პროფესიულ წრეებთან აქტიური თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით. ამ მიზნით პროგრამაში სხვა ღონისძიებებთან ერთად გათვალისწინებულია ურთიერთობები ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებთანაც უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს მემორანდუმები ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სიძლიერე გამოხატულია სლოგანით „საერთაშორისო განათლება, საერთაშორისო დასაქმება“. პროგრამის მისია არის უზრუნველყოს მოტივირებული სტუდენტები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების უმაღლესი ხარისხით. ჩვენთან თქვენ მიიღებთ მაღალკვალიფიციურ კადრებსა და ინოვაციურ აკადემიურ პროგრამებს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებით; ბაზარზე ორიენტირებულ კურიკულუმს პრობლემაზე დაფუძვნებული სწავლებით; მოხერხებულ განრიგსა და შეზღუდული უნარების მქონე პირთა მხარდაჭერას.
სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და დაამყარონ კონტაქტი მომავალ კოლეგებთან საზღვარგარეთ სტუდენტთა გაცვლით პროგრამაში სამაგისტრო საფეხურზე სწავლებისას, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ დასავლეთის ქვეყნების მრავალ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე. ადვილად აღიარებადი საკრედიტო სისტემისა და მორგებადი პროგრამების საშუალებით სტუდენტებს შეუძლიათ სემესტრი გაატარონ განსხვავებულ გარემოში და გაიღრმავონ მათ მიერ არჩეული პროფესია.
მენეჯმენტში ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხით კურსდამთავრებულებს აქვთ დასაქმების შესაძლებლობა როგორც ლიდერი, მაღალი რანგის მენეჯერი ან აღმასრულებელი დირექტორი, როგორც საჯარო სექტორში, ასევე კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, საბაზრო ეკონომიკასა და კონკურენციის პირობებში. სტუდენტებს ასევე შეეძლებათ სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება:
გაითვალისწინეთ!
წარმოსადგენი დოკუმენტები:
მისანიჭებელი ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მენეჯმენტში
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS
ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულებისთვის: 4500 ლარი
ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხულებისთვის: 4500 აშშ დოლარი
სამაგისტრო პროგრამების საგრანტო სისტემა:
1.თუ მაგისტრანტობის კანდიდატი ხელშეკრულებას გააფორმებს 31 აგვისტომდე და გადაიხდის 950 ლარს, ისარგებლებს 20%-იანი გრანტით.
შენიშვნა: თუ მაგისტრანტობის კანდიდატი არ ჩააბარებს IBSU-ში, აღნიშნული თანხა არ დაუბრუნდება; ჩაბარების შემთხვევაში კი სწავლის საფასურში ჩაეთვლება; თუ მაგისტრანტობის კანდიდატი IBSU-ს შიდა გამოცდას ვერ ჩააბარებს, აღნიშნული თანხა უკან დაუბრუნდება.
2. 10%-იანი გრანტი კურსდამთავრებულებისთვის
3.ერთიან სამაგისტრო გამოცდებზე თუ მაგისტრანტობის კანდიდატი მიიღებს მაქსიმალური შეფასების 80%-ზე მეტს ან BA-ს GPA აქვს 3.3 – მიიღებს წლიურად 1250 ლარიან გრანტს (ჯამში 2500 ლარს).
შენიშვნა: ამ შემთხვევაში დაინიშნება დაფინანსების მოსაპოვებლად გამოცდა, რომლის შედეგიც უნდა იყოს მაქსიმალური ქულის მინიმუმ 80%.
შენიშვნა:
IBSU-ს კურსდამთავრებულებს შეუძლიათ ისარგებლონ ერთდროულად სამივე გრანტით.
სხვა უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებისთვის მოქმედებს მხოლოდ ერთი გრანტი, რომელიც მეტია.
პროგრამის კოორდინატორი: ასოც. პროფ. დოქტ. მაკა ბუღულაშვილი | bughulashvili@ibsu.edu.ge
ტელ:(+995 32) 2 800 064 (182)