საერთაშორისო ურთიერთობები (ქართულენოვანი)

პროგრამის აღწერა

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტებს დარგის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლებით. პროგრამა ერთმანეთთან აკავშირებს საერთაშორისო ურთიერთობების თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს და განაპირობებს კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობას როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე.

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, დარგის ინტერდისციპლინური ბუნების გათვალისწინებით, სტუდენტები ვრცლად შეისწავლიან პოლიტიკის მეცნიერებას, სამართალსა და ეკონომიკას, ეუფლებიან ზოგად და პროფესიულ ინგლისურ ენას, ასევე, დამატებით ენას მათი არჩევანის შესაბამისად; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კვლევის დიზაინისა და მეთოდების, საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და ევროინტეგრაციის პოლიტიკის სწავლებას. სტუდენტების წარმატებით დასაქმებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამის კურიკულუმის განვითარებაში ჩართულია დარგის პოტენციური დამსაქმებლები, ხოლო პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობს აკადემიური და მოწვეული პერსონალი, რომელიც ფლობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის თეორიულ ცოდნას და საქმიანობს წამყვან პოზიციებზე საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების თვალსაზრისით.

 

პროგრამაზე ჩარიცხვის წესი

პროგრამაზე სტუდენტი დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება.

ჩასაბარებელი ძირითადი საგნები: ქართული ენა, უცხო ენა (გერმანული, ინგლისური, რუსული ან ფრანგული). მესამე ჩასაბარებელი საგანია ისტორია ან სამოქალაქო განათლება ან მათემატიკა ან გეოგრაფია.

საქართველოს მოქალაქეები ჩაირიცხებიან IBSU-ს საბაკალავრო პროგრამაზე, თუ მათ წარმატებით აქვთ ჩაბარებული ერთიანი ეროვნული გამოცდები (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე www.naec.ge).

საერთაშორისო აპლიკანტების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე https://iro.ibsu.edu.ge/ka/მიღება/ ).

მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება წელიწადში ორჯერ. შიდა მობილობა ხორციელდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე www.ibsu.edu.ge). გარე მობილობა ხორციელდება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: www.eqe.ge).

 

დასაქმების სფერო

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობას თანამედროვე დასაქმების ბაზარზე. აღნიშნული მიიღწევა პროგრამის კურიკულუმის შემუშავებასა და განახლებაში როგორც გამოცდილი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე, პოტენციური დამსაქმებლების ჩართვის და მათი რეკომენდაციებისა და შეფასებების გათვალისწინების საფუძველზე; სასწავლო კურსებში პრაქტიკული უნარების განმავითარებელი მრავალფეროვანი კოპონენტების ინტეგრეირებითა და სტაჟირების შესაძლებლობების უზრუნველყოფით. შედეგად, პროგრამის კურსდამთავრებულები ფლობენ სათანადო კვალიფიკაციას იმისათვის, რომ დასაქმდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებში, დარგის შესაბამის საჯარო (საელჩოებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში ან სხვა სტრუქტურებში, რომლებიც ჩართულნი არიან საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის საკითხებში) და კერძო (არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ კვლევით ცენტრებში) სტრუქტურებში.

 

სწავლის საფასური

ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულებისთვის : 5190 ლარი

ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხულებისთვის: 4500 აშშ დოლარი

 

მისანიჭებელი კვალიფიკაცია : სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი საერთაშორისო ურთიერთობებში
სწავლების ენა : ქართული
ხანგრძლივობა და კრედიტები: 240 კრედიტი (4 წელი)

 

საკონტაქტო ინფორმაცია

პროგრამის ხელმძღვანელი: ბაია ივანეიშვილი
ელ-ფოსტა: sseduhum@ibsu.edu.gebivaneishvili@ibsu.edu.ge
ტელეფონი:+ 995 322 800 064
ოთახი:  # A 304
მისამართი: N2, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13კმ, 0130, თბილისი, საქართველო

პროგრამა