განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს განათლების სფეროს პროფესიონალები, რომლებიც ფლობენ ადმინისტრირებისათვის ღრმა სისტემურ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, უნარ-ჩვევებს (კვლევა; განათლების სისტემაში არსებული ადამიანური და ფინანსური პროცესების დაგეგმვა, მართვა, შეფასება, მონიტორინგი და განვითარება) და იცავენ პროფესიულ ეთიკის ნორმებს. აგრეთვე, პროგრამის მიზანია სტუდენტებმა შეძლონ თვით- და ურთიერთშეფასება, დამოუკიდებელად სწავლის სტრატეგიული დაგეგმვა და განხორციელება.
ადმინისტრაციული მუშაკი განათლების სფეროში – საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციული პერსონალი. კურსდამთავრებულს შეუძლია იმ სამთავრობო თუ არა-სამთავრობო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში დასაქმება, რომლებიც მუშაობენ განათლების საკითხებზე. ასევე, არის დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების პერსპექტივა.
სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად – საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე).
სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი. გარდა ამისა, პროგრამაზე სწავლის მსურველმა უნდა ჩააბაროს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში და ინგლისურ ენაში (B2 დონე). მიუხედავად იმისა, რომ პროგრამაზე სწავლების ენა არის ქართული, მნიშვნელოვანია, სტუდენტს გააჩნდეს ინგლისური ენის კომპეტენცია, რადგან განათლების ადმინისტრირების სფეროს მნიშვნელოვან საკითხებზე სამეცნიერო ლიტერატურა შედარებით მწირია; შესაბამისად, აუცილებელია, რომ სტუდენტმა მოახერხოს ინგლისურ ენაზე არსებული უახლესი მასალის გაცნობა.
ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდებიან პირები, რომელთაც ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა ინგლისურენოვანი საგანმანთლებლო პროგრამის დასრულების შედეგად ან აქვთ ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL IBT, IELTS, FCE, CAE, CERTUS და ა.შ). აგრეთვე, ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდება განმცხადებელი თუ მას ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო(GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან).
ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულებისთვის: 4500 ლარი
ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხულებისთვის: 9900 ლარი
სამაგისტრო პროგრამების საგრანტო სისტემა:
შენიშვნა: თუ მაგისტრანტობის კანდიდატი არ ჩააბარებს IBSU-ში, აღნიშნული თანხა არ დაუბრუნდება; ჩაბარების შემთხვევაში კი სწავლის საფასურში ჩაეთვლება; თუ მაგისტრანტობის კანდიდატი IBSU-ს შიდა გამოცდას ვერ ჩააბარებს, აღნიშნული თანხა უკან დაუბრუნდება.
შენიშვნა: ამ შემთხვევაში დაინიშნება დაფინანსების მოსაპოვებლად გამოცდა, რომლის შედეგიც უნდა იყოს მაქსიმალური ქულის მინიმუმ 80%.
*მოქმედებს მხოლოდ ერთი გრანტი, რომელიც მეტია. (არა IBSU-ს კურსდამთავრებულებისთვის)
*10% გრანტთან ერთად, IBSU-ს კურსდამთავრებულს შეუძლიათ ისარგებლონ საგრანტო სისტემის 1 და 2 პირობებითაც.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: განათლების ადმინისტრირების მაგისტრი
სწავლების ენა: ქართულენოვანი
პროგრამის მოცულობა: 2 წელი (120 ECTS კრედიტი)