ამერიკისმცოდნეობის მულტიდისციპლინარული ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა, ერთადერთი საქართველოში, შეისწავლის ამერიკის შეერთებულ შტატებს შემდეგ სასწავლო კომპონენტებზე დაყრდნობით: XX საუკუნის ამერიკული ლიტერატურა, ამერიკის პოლიტიკის ისტორია (XX საუკუნე), ამერიკული ეთნოსი. ეს არის საქართველოში ერთადერთი ინგლისურენოვანი პროგრამა, რომელიც დოქტორანტებს სთავაზობს სასწავლო და კვლევით კომპონენტებს ინგლისურ ენაზე.
ამერიკაში 60-იან წლებში სამოქალაქო უფლებებისთვის მოძრაობამ, ვიეტნამის ომმა და ქალთა მოძრაობამ გამოიწვია კულტურული დაძაბულობა. ამ მოვლენების საპასუხოდ დემოკრატიულმა ამერიკისმცოდნეობის პროგრამამ თავისი კვლევის არეალი გააფართოვა, დაარღვია დისციპლინარული საზღვრები და გზა გაუხსნა მულტიდისციპლინარულ და ინტერდისციპლინარულ პროგრამას. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენი პროგრამა არის მულტიდისციპლინარული და ამავდროულად ინტერდისციპლინარული.
პროგრამის მიზანია სტუდენტებს გაუღრმაოს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის პროგრამით გათვალისწინებული ცოდნა ამერიკული საზოგადოების ფორმირების შესახებ, უკეთ გაითავისონ ზესახელმწიფოს განვითარების და ამერიკული ცხოვრების ამსახველი სხვადასხვა ასპექტები და ასახონ ისინი თეორიულად თავიანთ კვლევებში.
პროგრამის უნიკალურობა გამოიხატება იმაში, რომ მულტიდისციპლინარულობა საშუალებას აძლევს მკვლევრებს აირჩიონ საკვლევი თემა ამერიკისმცოდნეობის ნებისმიერი სფეროდან: ამერიკის ისტორია, კულტურა, მედია, გეოგრაფია, პოლიტიკა, განათლება, ეთნოსი, პოპულარული კულტურა, ქალთა საკითხები, მულტიკულტურული სწავლება, ხელოვნება და სხვა. აქედან გამომდინარე, დოქტორანტების მიერ ინგლისურ ენაზე დაცული დისერტაციები გამოირჩევა უდიდესი მრავალფეროვნებით და შესრულების მაღალი სტანდარტით, რასაც განაპირობებს ოფიციალური ამერიკელი თანახელმძღვანელის, ან ოპონენტის დანიშვნის პროგრამის აუცილებელი მოთხოვნა.
პროგრამას ამჟამად მომზადებული ჰყავს 21 მაღალკვალიფიციური ამერიკანისტი დოქტორი, რომლებიც პროფესორების რანგში ლექციებს კითხულობენ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე. პროგრამა უმაღლეს დონეზეა შეფასებული ამერიკისმცოდნეობის დიდი გამოცდილების მქონე ამერიკელი სფეროს დამფუძნებლების მიერ: ბერნარდ მერგენი, რობერტ გროსი, ბრიუს არნოლდი, ხოაკიმ ფაუსტი.
უნივერსიტეტის ლექტორი, დიპლომატიური სარბიელი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საელჩოები, ამერიკული ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამეცნიერო ცენტრები, გამომცემლობები, ბიბლიოთეკები, ინგლისური ენის სპეციალისტი, თარჯიმანი.
საქართველოს მოქალაქე დოქტორანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება:
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული: www.iro.ibsu.edu.ge
ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულებისთვის: 3540 ლარი
ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხულებისთვის: 4500 დოლარი
თუ ხარ IBSU–ს დოქტორანტი, სადოქტორო პროგრამაზე ისწავლი უფასოდ, თუ წარმოადგენს ერთ-ერთ შემდეგ სერტიფიკატს:
ზემოაღნიშნული სერტიფიკატებიდან რომელიმეს ფლობის შემთხვევაში, საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად უნდა მიმართო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის კვირის ბოლომდე არ წარადგენ სასურველ განაცხადს, ავტომატურად კარგავ შესაბამისი სემესტრში შეღავათით სარგებლობის უფლებას.
მისანიჭებელი ხარისხი: ამერიკისმცოდნეობის დოქტორი
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 3 წელი, 60 ECTS
ელ-ფოსტა: graduateschool@ibsu.edu.ge
ტელ:(+995 32) 2 800 064 (140)
პროგრამის კოორდინატორი: პროფ.დოქტ. თამარ შიოშვილი
ოთახი: A302