ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

  1. მთავარი
  2. /
  3. სამეცნიერო კონფერენციები
  4. /
  5. ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიური კონფერენცია განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებითა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით ყოველწლიურად ტარდება.

ქართველი, ამერიკელი და ევროპელი მეცნიერები კონფერენციაზე ამერიკისმცოდნეობის მულტიდისციპლინარული და ინტერსციპლინარული ხასიათის სტატიებს წარადგენენ, რომელიც მოიცავს აშშ-ს ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროს.

პროფესორების ნაშრომებთან ერთად წარმოდგენილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საუკეთესო სტუდენტების კვლევებიც, რაც დიდ სტიმულს აძლევს ჩვენს მომავალ ახალგაზრდა მეცნიერებს.

AMSC 2024

კონფერენციის თემატიკა: ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებული თემები

მონაწილეობა შეუძლიათ პროფესორებს, მკვლევრებს, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს.

სამუშაო ენა: ინგლისური

საკონტაქტო დეტალები

E: chumburidze@ibsu.edu.ge | T: (995 32) 2800 064 (150)

ნაშრომების წარმოდგენის კრიტერიუმები:

  • ნაშრომები უნდა იყოს შესრულებული ინგლისურ ენაზე
  • არ უნდა აღემატებოდეს 5-6 გვერდს (Times New Roman, ზომა-12, სტრიქონების ინტერვალი – 1,5)
  • უნდა შეიცავდეს ერთგვერდიან შეჯამებას ინგლისურ ენაზე

ნაშრომების წარმოდგენისას ყველა მონაწილემ უნდა წარმოადგინოს:

  • ნაშრომის სათაური
  • ავტორის(ების) სახელი და გვარი
  • დეპარტამენტ(ები) და აფილაცია(ები)
  • საფოსტო მისამართ(ებ)ი
  • e-mail მისამართი(ები)
  • ტელეფონის ნომერი(ები)

ლოკაცია: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი, N2

  1. დოქტორი კახა შენგელია, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი
  2. პროფესორი, დოქტორი თამარ შიოშვილი, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი
  3. ასოცირებული პროფესორი, დოქტორი თეა ჭუმბურიძე