ქუქი-ფაილების წესები

  1. მთავარი
  2. /
  3. ქუქი-ფაილების წესები

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს რომ შევინახოთ ინფორმაცია, რომელსაც ავტომატურად ვაგროვებთ თქვენი კომპიუტერისა თუ მოწყობილობის მხრიდან ვებ-გვერდ ibsu.edu.ge-ს გამოყენების დროს. ქვევით მოცემული ინფორმაციიდან შეგიძლიათ გაიგოთ მეტი ქუქი-ფაილების შესახებ და თუ როგორ აკონტროლოთ ეს ფაილები.

თუ არ გსურთ ქუქი-ფაილების გამოყენება, შეგიძლიათ გამორთოთ ისინი ქუქი-ფაილების წესების ღილაკზე არ დათანხმებით, ან თქვენი ბრაუზერის პარამეტრების იმგვარად შეცვლით, რომ ვებსაიტის ქუქი-ფაილები აღარ განთავსდეს თქვენს კომპიუტერში ან მობილურ მოწყობილობაში.

 

1. რა არის ქუქი-ფაილი?

ქუქი-ფაილები (Cookies) არის ტექსტური ფაილები, რომლებიც შეიცავს მცირე მოცულობის ინფორმაციას და რომლებიც ჩამოიტვირთება თქვენს კომპიუტერში ან მობილურ მოწყობილობაში, როდესაც შედიხართ კონკრეტულ ვებგვერდზე. ამის შედეგად, თითოეული ვიზიტის დროს, ქუქი-ფაილები იგზავნება უკან იმ ვებსაიტზე, საიდანაც მომდინარეობს ისინი, ან გადაინაცვლებს სხვა ვებგვერდზე, რომელიც ცნობს ამ ქუქი-ფაილს. ქუქი-ფაილები ფართოდ გამოიყენება იმ მიზნით, რომ ვებსაიტი ფუნქციონირებდეს, ან ფუნქციონირებდეს უფრო ეფექტურად, აგრეთვე უზრუნველყოს ინფორმაცია ვებსაიტის მფლობელებისთვის.

ქუქი-ფაილები მრავალ ფუნქციას ასრულებენ, მათ შორის, გვეხმარებიან გვერდებს შორის ეფექტურ ნავიგაციაში, იმახსოვრებენ, თუ რას ვანიჭებთ უპირატესობას და ზოგადად, აუმჯობესებენ მომხმარებლის გამოცდილებას. მაგალითად, ქუქი-ფაილებმა შეიძლება მიგანიშნონ, ადრეც იყავით ვებსაიტზე, თუ ახალი ვიზიტორი ხართ. ისინი აგრეთვე უზრუნველყოფენ, რომ რეკლამები, რომლებსაც ხედავთ ინტერნეტში, იყოს უფრო მეტად რელევანტური თქვენთვის და თქვენი ინტერესებისთვის.

არსებობს ქუქი-ფაილების ორი კატეგორია:

  • პირველი მხარის ქუქი-ფაილები, რომლებიც იგზავნება ჩვენ მიერ თქვენს კომპიუტერზე ან მობილურ მოწყობილობაზე;
  • მესამე მხარის ქუქი-ფაილები, რომლებიც უზრუნველყოფილია ჩვენთვის მესამე მხარის მიერ.

ქუქი-ფაილები შეიძლება დარჩეს თქვენს კომპიუტერში, ან მობილურ მოწყობილობაში დროის სხვადასხვა ხანგრძლივობით. ზოგიერთი ქუქი-ფაილი არის „სესიის ქუქი“, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არსებობენ მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენი ბრაუზერი გახსნილია. სესიის ქუქი-ფაილები ავტომატურად წაიშლება, როგორც კი დახურავთ ბრაუზერს. სხვა ქუქი-ფაილები არის “მუდმივი ქუქი-ფაილები”, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არსებობენ მას შემდეგაც, როდესაც თქვენი ბრაუზერი დაიხურება. მუდმივი ქუქი-ფაილები შეიძლება გამოყენებული იყოს ვებსაიტის მიერ თქვენი კომპიუტერის ამოსაცნობად, როდესაც გახსნით ბრაუზერს და კვლავ შეხვალთ ვებ-საიტზე.

 

2. როგორ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს?

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს, რომ:

  • თვალი ვადევნოთ ვებსაიტზე ვიზიტორთა ნაკადს და მათ მიერ გვერდების ნახვის სტატისტიკას;
  • ვიცოდეთ ჩვენი ვებსაიტის ვიზიტორთა საერთო რაოდენობა და თუ რა ტიპის ინტერნეტ ბრაუზერებსა ( მაგ., Firefox, Chrome ან Internet Explorer) და ოპერაციულ სისტემებს (მაგ., Windows, macOS ან Linux) იყენებენ ისინი;
  • ვაწარმოოთ ვებსაიტის ეფექტურობის მონიტორინგი და მუდმივად გავაუმჯობესოთ იგი;
  • უზრუნველვყოთ ვებსაიტის მომხმარებლებზე მორგება და გავაძლიეროთ მათი გამოცდილება;

 

3. როგორ ვაკონტროლოთ ან წავშალოთ ქუქი-ფაილები

თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ან არ მიიღოთ ქუქი-ფაილები. ბრაუზერების უმრავლესობა საშუალებას იძლევა, რომ შეცვალოთ ქუქი-ფაილების პარამეტრები. ეს პარამეტრები, როგორც წესი, მოცემულია თქვენი ბრაუზერის „Options“, ან „Preferences“ მენიუში. ამ პარამეტრების გასაგებად შეიძლება დაგეხმაროთ შემდეგი ბმულები, ან შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ბრაუზერის „Help“-ფუნქცია დეტალური ინფორმაციის მისაღებად.

4. ქუქი-ფაილები, რომელთა პარამეტრები განისაზღვრა წარსულში

თუ თქვენ გამორთეთ ერთი ან მეტი ქუქი-ფაილი, ჩვენ შეგვიძლია კვლავ გამოვიყენოთ ინფორმაცია, რომელიც მიღებულია ქუქი-ფაილებიდან, თქვენ მიერ გამორთვის პარამეტრების მომართვამდე, მაგრამ ჩვენ შევწყვეტთ გამორთული ქუქი-ფაილების გამოყენებას შემდგომი ინფორმაციის შესაგროვებლად.