- 23/05/2024
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა სამედიცინო სკოლების მსოფლიო ცნობარში დაემატა. აღნიშნულ ცნობარში მოხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ამერიკის და კანადის სამედიცინო სალიცენზიო გამოცდაზე დასაშვებად სპონსორის წერილის უზრუნველყოფს. მედიცინის სკოლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გაეცანით ცნობარის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://search.wdoms.org/home/SchoolDetail/F0008628
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) აბიტურიენტებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების ორდღიანი უფასო მასტერკლასი ჩაატარა. IBSU-ს დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიურმა პერსონალმა აბიტურიენტებს ასწავლეს პირველადი სამედიცინო დახმარების ტექნიკები, მათ შორის: სასიცოცხლო ნიშნების შეფასების მეთოდები, სიცოცხლის ბაზისური ალგორითმი, უცხო სხეულის გადმოვარდნის ტექნიკა, ინტრავენური ინიექციის ტექნიკა და პირველადი დახმარება სისხლდენების დროს. მასტერკლასის მეორე დღეს ჩატარდა OSCE-ის სცენარებით გავლილი მასალის პრაქტიკული გამოყენება. 10 საუკეთესო